დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 10 ოქტომბერს საქართველომ ფრანგული წარმოების გრიპის საწინააღმდეგო 4-ვალენტიანი ვაქცინის 25 000 დოზა მიიღო. მისი თქმით, ვაქცინა თბილისსა და რეგიონებში უკვე გადანაწილდა.
როგორც NCDC-ის ხელმძღვანელმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე თქვა, სახელმწიფოს გრიპის ვაქცინის 135 000 დოზაზე აქვს კონტრაქტი გაფორმებული და დანარჩენი 110 000 დოზა 23 ოქტომბრის კვირაში შემოვა.
„პირველ ეტაპზე, ვაქცინის 25 000 დოზას, რომელიც უკვე საქართველოშია, რისკ-ჯგუფებისთვის გამოვიყენებთ და პირველ რიგში, პოლიკლინიკებში აიცრებიან ორსული ქალბატონები, მოხუცთა და ბავშვთა სახლების ბინადრები, ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების - ბაგა-ბაღების მასწავლებლები და მომვლელი პერსონალი; ასევე შიდსიანი ავადმყოფები, ვინც მკურნალობაზე იმყოფება; C-ჰეპატიტიანი ავადმყოფები, დიალიზიანი ავადმყოფები... 23 ოქტომბერს - მეორე პარტიის შემოსვლის შემდეგ კი აიცრებიან დანარჩენი რისკ-ჯგუფები: სამედიცინო პერსონალი, დიაბეტიანი ავადმყოფები, სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე პირებები - მხედველობაში მაქვს რესპირაციული დაავადებების მქონე პირები, 65 წელს ზემოთ თანმხლები დაავადებების და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პირები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან, როგორც NCDC-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, სახელმწიფო დამატებით, 100 000 გრიპის ვაქცინის შემოტანაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
„აქტიურად ვმუშაობთ, რომ დამატებით 100 000 დოზის მობილიზება შევძლოთ, რომლის შემოსვლის ალბათობა ოქტომბრის ბოლო - ნოემბრის შუა რიცხვებია", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ და დასძინა, რომ წელს, შარშანდელთან შედარებით, დაახლოებით, სამჯერ მეტი მოქალაქე აიცრება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
100,000 ლარი გათამაშდა - "აიცერი და მოიგეს" გამარჯვებული ცნობილია
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა