"დღეისთვის ქვეყანაში გრიპის ვაქცინით 38 000 ადმიანია აცრილი, ეს ცოტაა", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
NCDC-ის ხელმძღვანელმა რისკ-ჯგუფებსა და მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ის არ დაგვიცავს COVID-19-ისგან, მაგრამ კორონავირუსის და გრიპის ვირუსის ზედდება აღარ მოხდება.
„ქვეყანაში თანდათან აცივდა და მიუხედავად იმისა, რომ გრიპის ვირუსი ჯერ არ ცირკულირებს, მალე ალბათ გამოჩნდება; ასევე, სხვა რესპირაციული ვირუსები ცირკულირებენ აქტიურად, ამიტომ კიდევ ერთხელ მოწოდებაა, რომ ავიცრათ - რისკ-ჯგუფებისთვის ვაქცინა საკმარისია და კერძო სექტორსაც აქვს გრიპის ვაქცინა.
დილის მონაცემებით, აცრილია 38 000-მდე ადამიანი, ეს ცოტაა. ქვეყანაში დაახლოებით, 235 000 გრიპის ვაქცინის დოზა გვაქვს. აქტიურად იცრება ჯარი და პოლიცია, იცრებიან ჩემი კოლეგები და ძალიან აქტიური და კარგია ის, რომ 5 000 დიაბეტიანია აცრილი, დიალიზზე მყოფი - 2 400 ადამიანია აცრილი, აცრილთა რაოდენობა მოხუცთა და ბავშვთა სახლებში უკვე 1 000-ია. 13 000 ჩემი კოლეგაა აცრილი, მაგრამ ცოტაა, რადგან ქვეყანაში - ექიმი, ექთანი და უმცროსი სამედიცინო პერსონალი დაალხოებით 50 000-ია. სასურველია, რომ ყველა იყოს აცრილი, რამეთუ დღეს ისინი წინა ხაზზე არიან.
გრიპის აცრა იცავს გრიპისგან და თუ მასზე აცრილი ხართ, მაშინ ნოემბრის ბოლოს, დეკემბერ-იანვარში აღარ გვექნება ამ ორი (კოვიდ-19 და გრიპი) ინფექციის ზედდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი