მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ღრმა და ყოვლისმომცველი რეფორმების პოლიტიკური ნება არ გვაქვს“ – ეკონომისტი EU-ს 12 რეკომენდაციაზე

631489da92749
ვიქტორია მღებრიშვილი
04.09.22 17:30
527
PMCG-ის ეკონომისტი მიხეილ კუკავა თვლის, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ნაცვლად 12 რეკომენდაციის შემუშავება, იმის მანიშნებელია, რომ ქვეყანაში არ არის პოლიტიკური ნება გატარდეს ყოვლისმომცველი რეფორმები, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს დააჩქარებს. ამგვარად უპასუხა მიხეილ კუკავამ „ანალიტიკას“ წამყვანის კითხვას - რით იყო განპირობებული ევროკავშირის მიერ საქარველოსთვის 12 რეკომენდაციის შემუშავება, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს.

ეკონომისტი თვლის, რომ ქვეყანას ყველა რეკომენდაციის მიმართულებით მოცულობითი სამუშაოები აქვს ჩასატარებელი.

„საქმე გვაქვს იმასთან, რაც ევროკავშირმა თავის 12 რეკომენდაციაში ასახა და რაც ამ ქვეყნის განვითარების სერიოზული დამაბრკოლებელია. პირველ რიგში ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობა, პოლიტიკური ნება, რომელიც ყველა ამ რეკომენდაციას გაჰყვება. ერთი შეხედვით შეიძლება ვიფიქროთ, რა შუაშია პოლიტიკური ნება განათლებასთან, რომელიც ამ რეკომენდაციების ნაწილია, მაგრამ პოლიტიკური ნება ყველაფერთან კავშირშია. ჩვენ არ გვაქვს პოლიტიკური ნება ღრმა და ყოვლისმომცველი რეფორმების და მიცემული ვართ თვითკმაყოფილებას. თვითკმაყოფილების პრობლემა სხვა ქვეყნებსაც აქვთ, მაგრამ ეს ჩვენ ხელს ძალიან გვიშლის“, - ამბობს კუკავა.

ის თვლის, რომ საკითხების პრიორიტეტების მიხედვით დალაგება ევროინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანია.

„ჩვენ გვჭირდება პრიორიტეტების გამოყოფა, ეს ჩვენთვის უმთავრესი პრობლემაა. ცხოველების დაცვასთან დაკავშირებით, რაც გაკეთდა ესეც მნიშვნელოვანია, ეს აუცილებლად უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ პირველ რიგში რა გვჭირდება იმისთვის რომ ქვეყანა ევროკავშირს მივუახლოვოთ და ამ ვადის გასვლის შემდეგ რომელიც მოგვცეს კანდიდატის სტატუსი მოგვცენ და უარი არ გვითხრან. ასოცირების ხელშეკრულება რამდენი წელია გვაქვს, შეგვეძლო ეს პერიოდი გაცილებით აქტიური დაახლოებისთვის შეგვეძლო გამოგვეყენებინა, რადგან ჩვენ ფეხს ვითრევდით ძალიან ბევრ რეგულაციასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი ცვლილებებით შეგვეძლო მიგვეღო“, - აღნიშნავს ეკონომისტი.