მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GTIA მთავრობას ტურიზმის სფეროში საგადასახადო რეფორმის ინიციატივით მიმართავს

5efdff5b48ef9
ვიქტორია მღებრიშვილი
02.07.20 20:20
1882
საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსმა, იურიდიული კომპანია „ბიესეიჩ“-ის და აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია „ლოიალტეს” მხარდაჭერით, მოამზადა დოკუმენტი „საგადასახადო რეფორმის საჭიროება ტურიზმის სფეროში“, რომელიც საქართველოს მთავრობას მომავალ კვირაში გაეგზავნება.

როგორც BM.GE-ს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსში განუმარტეს, დღეს, პოსტ-კრიზისულ პერიოდში, ინდუსტრიის ერთ-ერთი გამოწვევა პროდუქტისა და მომსახურების მაღალი ფასია.

„ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი პროდუქტი და მომსახურება უნდა გავხადოთ კონკურენტუნარიანი ფასის და ხარისხის თვალსაზრისით. გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო აცხადებს მზაობას, გაუწიოს ინდუსტრიას დახმარება, რაც საბოლოო ჯამში, მოცემული მიზნის მიღწევის საწინდარია“, - აღნიშნულია ალიანსის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში.

დოკუმენტში აქცენტი შემდეგ საგადასახადო მიმართულებებზეა გაკეთებული: 

1. კვების „მეორეული“ პროდუქტი, რომელიც ნაწარმოები იქნება სოფლის მეურნეობის პროდუქტისგან (რომელიც იბეგრება დღგ-ს ნულოვანი განაკვეთით), დაიბეგროს დღგ-ს ნულოვანი განაკვეთით ან „მეორეულ“ პროდუქტზე, მოხდეს დღგ-ს ჩათვლა: "საკითხი პრობლემურია იმდენად რამდენადაც, დღეს სოფლის მეურნეობის პროდუქტით დამზადებული „მეორეული პროდუქტი“ დღგ-თი დაბეგვრის ობიექტია, რაც, საბოლოო ჯამში, აძვირებს პროდუქტს და ამავდროულად, ხდება მარკეტებიდან შეძენილი პროდუქტით „მეორეული პროდუქტის“ დამზადების წახალისება. ამ შემთხვევაში ხდება კვების ობიექტის მიერ დღგ-ს როგორც გადახდა, ასევე, ჩათვლა.

რეფორმა ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის პროდუქტის რეალიზაციას და ასევე, კვების ობიექტებს შესთავაზოს მომხმარებელს „მეორეულ პროდუქტი“ კონკურენტუნარიანი ფასით";
 
2. კვების დაწესებულებებსა და სასტუმროებში დანაკარგების/ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად უვარგისი პროდუქტის ჩამოწერის წესის გამარტივება.

ჩამოწერის არსებული წესით დანაკარგების/ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად უვარგისი პროდუქტის ჩამოწერა ხდება მათი (უსასყიდლო) რეალიზაციაში გატარებით, რაც იბეგრება დღგ-ით (18% ) და ასევე, მოგების გადასახადით (15%). ჩამოწერის გამარტივებული წესი გაუმარტივებს როგორც კვების დაწესებულებებს, ისე საგადასახდოს დანაკარგების ადმინისტრირებას. ჩამოწერის გამარტივებული წესი ნიშნავს კვების დაწესებულების შემცირებულ ხარჯს, ადმინისტრირების და გადასახდელი გადასახადების ჩათვლით.

ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსში აღნიშნავენ რომ საქართველოს მთავრობამ დააანონსა ცვლილებები საგადასახადო ადმინისტრირებაში. ალიანსი მიესალმება აღნიშნულ ინიციატივას და გამოხატავს მზაობას მიიღოს მონაწილეობა ცვლილებების განხილვაში, ვინაიდან გაჟღერებული ინიციატივა საჭიროებს კონკრეტიზაციას. კონკრეტულად კი:

3. სტუდენტების დასაქმების შემთხვევაში მათი შემოსავლის დაბეგვრა შემცირებული საშემოსავლო გადასახდით / საპენსიო შენატანით.

"აღიშნულით მოხდება სტუდენტების დასაქმების წახალისება, რაც აისახება, როგორც პროდუქტის / მომსახურების თვითღირებულების შემცირებაზე, ასევე, საყოველთავო სიკეთეზე, რასაც მეტი ახალგაზრდის დასაქმება ჰქვია.

მოგეხსენებათ, რომ სტუდენტების დასაქმება ტურიზმის ინდუსტრიაში მისასალმებელია, როგორც სახელფასო ბიუჯეტის, ისე, ზოგადად ამ სფეროში ახალგაზრდების დასაქმების წახალისების მიზნით. თუმცა, მათ დასაქმებას ხელს უშლის ის გარემოება, რომ მათი სახელფასო ფონდი იბეგრება საშემოსავლო გადასახდით და ემატება საპენსიო შენატანი ანალოგიურად უმაღლეს დამთავრებული კადრისა. შესაბამისად, იკარგება სტუდენტების დასაქმების სტიმული“, - განმარტავენ ალიანსში.

4. დღგ-თი დასაბეგრი ბრუნვის ზღვრის აწევა 500 000 ლარამდე და დღგ-ს განაკვეთის შემცირება ტურიზმის ინდუსტრიის წევრი ეკონომიკური სუბიექტებისთვის: "დამატებითი ღირებულების გადასახადი, როგორც საყოველთავოდ ცნობილია, წარმოადგენს ეკონომიკური სუბიექტის მიერ ადმინისტრირებად მომხმარებლის გადასახდს. არახალია, რომ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში, ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში, დასაბეგრი ოპერაციების 100 000 ლარს გადააჭარბება, დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულებას წარმოშობს და ეს ზღვარი, ერთობ, დაბალია“, - აკონკრეტებენ ალიანსში.