სამთო-სათხილამურო კურორტებზე დასვენება არც ისე იაფი სიამოვნებაა; ამაზე იმ სასტუმროების, კოტეჯების და ბინების ფასები მეტყველებს, რომლებიც ქირავდება და რომელთა ღირებულება საკმაოდ მაღალია.
საქართველოში არსებული რამდენიმე კურორტიდან ბაკურიანი ყველაზე ბიუჯეტურად ითვლება და იქ სასტუმროებში, ნომრების ღირებულება 100-დან 250 ლარამდე მერყეობს. ფასები დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ თვეში გსურთ დასვენება. მაგალითად, დეკემბერში ბაკურიანის სასტუმროებში, კოტეჯებსა და ბინებში ფასები შედარებით იაფია - 31 დეკემბრამდე 80-დან 120 ლარამდე მერყეობს; იანვარში კი, ფასები ყველაზე მაღალია. მაგალითად, ნომერში, რომელიც დეკემბერში 100 ლარი ღირდა, იანვარში - 200 ლარის გადახდა მოგიწევთ, ხოლო თებერვალში ფასები კვლავ იკლებს და დაახლოებით, 150 ლარამდე მერყეობს.
რაც შეეხება კოტეჯებს, ამ შემთხვევაში კოტეჯების ფასები დამოკიდებულია მის მდებარეობაზე თუ რამდენად ახლოს არის ტყესთან, პარკთან, სასრიალო ტრასებთან და ა.შ. საშუალოდ, 2-საძინებლიანი, ყველა საჭირო ტექნიკით და ბუხარით აღჭურვილი კოტეჯის დაქირავება ერთი ღამით 150-დან 250 ლარამდე მერყეობს, თუმცა გადასახადი დამოკიდებულია დღეების რაოდენობა და იმაზე, სამუშაო დღეებში გსურთ დასვენება, თუ - შაბათ-კვირას. "ვიქენდზე" შესაბამისად, შედარებით ძვირი ჯდება.
რაც შეეხება სხვა კურორტებს, გუდაურში, დეკემბერში სასტუმროებში ერთი ნომრის ღირებულება 180-დან 250 ლარამდე მერყეობს, ხოლო იანვარში უფრო ძვირდება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გუდაურში ყველაზე მეტი არჩევანი სასტუმროებზე მოდის, როგორც დიდ, ისე - საოჯახოზე და ფასებიც შესაბამისად,სასრიალო ტრასებთან სიახლოვის მიხედვით იცვლება.
რაც შეეხება კურორტ თეთნულდს სვანეთში, იქ ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი სასტუმროა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ თეთნულდი მესტიასთან ახლოს მდებარეობს, დამსვენებლები მესტიაში, საოჯახო სასტუმროებს ქირაობენ და თეთნულდში იქიდან მიდიან. რაც შეეხება თავად მესტიას, იქ საოჯახო სასტუმროების ღირებულება კეთილმოწყობის და პირობების შესაბამისად, 20 ლარიდან იწყება და 100 ლარამდე მერყეობს.
მეოთხე კურორტი, სადაც მოყვარულებს სრიალის შესაძლებლობა აქვთ, კურორტი გოდერძია, ადგილზე მხოლოდ ერთი სასტუმრო და რამდენიმე კოტეჯი ფუნქციონირებს, სადაც ერთი ღამით დარჩენის ღირებულება 60-დან (სასტუმროში) 150 ლარამდე (კოტეჯში) მერყეობს.
სასტუმროების, კოტეჯების, ბინების თუ გესთჰაუსების ქირის ღირებულებას თითქმის ყველა შემთხვევაში 20-დან 50 ლარამდე აძვირებს კვება, როგორც ერთ, ისე ორ და სამჯერად შემთხვევაში.
ნებისმიერ სათხილამურო კურორტზე შესაძლებელია სასრიალო აღჭურვილობის ქირაობა.
ცნობისთვის: საქართველოს ზამთრის კურორტებზე სეზონი, ჯერჯერობით, ოფიციალურად არ გახსნილა. მთის კურორტების განვითარების კომპანიაში ამბობენ, რომ სეზონის გახსნის თარიღი „თოვლის მოსვლაზეა“ დამოკიდებული, თუმცა სხვა მხრივ მზად არიან და უწყებებიც კოორდინირებულად მუშაობენ. შესაბამისი დავალება პროფილურმა სამინისტროებმა რამდენიმე დღის წინ პრემიერისგანაც მიიღეს.
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა