მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გუდაური-კობის მონაკვეთზე 13:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

62495707b27fd
ვიქტორია მღებრიშვილი
03.04.22 12:11
778
გუდაური-კობის მონაკვეთზე 13:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურის მატების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე საშუალოა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე 13:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოსახლეობას მოუწოდებს, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.