მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

615d450648f0e
ვიქტორია მღებრიშვილი
06.10.21 10:44
552
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე სატრანსპორტო გადაადგილება შეზღუდვით ხორციელდება. ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია , ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

„საავტომობილო გზების დეპარტამენტი უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს შესაბამის აღდგენით სამუშაოებს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს საავტომობილო მიმოსვლის სრულად აღდგენა“, - აცხადებენ უწყებაში.