„გუდაური ლოფტში“ მარტ-აპრილში 700 ღამისთევა გაუქმდა, - ამის შესახებ BM.GE-ის სასტუმრო „გუდაური ლოფტის“ წარმომადგენელმა მაია მურაჩაშვილმა განუცხადა.
ჰოტელიერის მართვის ქვეშ გუდაურში კიდევ ერთი სასტუმრო „გეოგრაფი“, „ანაკლია რეზორტი“ და ტურისტული კომპანია „იბერია ტურს პლიუსია“. როგორც მაია მურაჩაშვილი ამბობს, მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსის გამო, სხვადასხვა მიმართულებიდან ჯავშნები სასტუმროებში უქმდება და მდგომარეობა ამ მხრივ დღითიდღე უარესდება.
„სასტუმრობის კუთხით უფრო მეტი გაუქმებაა, ვიდრე ჩემი ტურისტული კომპანიის ჯავშნების. სასტუმროებში მიუქმდება ძირითადად ჯგუფური ჯავშნები ჩინეთიდან, საიდანაც ჯავშნები ჯერ კიდევ წინა წელს გაკეთდა, ახლა კი მთლიანად მოიხსნა. სამწუხაროდ, ამას მიყვა ევროპული ბაზრები, მათ შორის საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, სამხრეთ კორეა და ტაილანდი. დათვლილი მაქვს და შემიძლია „გუდაური ლოფტის“ მაგალითზე გითხრათ, რომ მარტსა და აპრილში 700 ღამისთევა გაუქმდა. გუდაურისთვის ეს საკმაოდ დაბალი სეზონია და მაგ პერიოდისთვის ამდენი ჯავშნის გაუქმება, ფაქტობრივად არის სასტუმროსთვის მინუსზე გასვლა.
რაც შეეხება ჩემს ტურისტულ კომპანიას, მე ძირითადად ევროპისა და ისრაელის ბაზრებზე ვმუშაობ. ამ კუთხით ჯერჯერობით გაუქმებები არ მქონია, მაგრამ სასტუმროში საკმაოდ ძლიერი დარტყმა მივიღეთ ნამდვილად“, - ამბობს ჰოტელიერი.
მაია მურაჩაშვილი მიჩნევს, რომ ხელისუფლებამ მშვიდი და უსაფრთხო გარემო უნდა შეინარჩუნოს, ვინაიდან ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელი, საერთაშორისო ბაზრებზე ინტერესის განმსაზღვრელია.
ქვეყანა მობილიზებული უნდა იყოს რომ კორონავირუსის საფრთხე ნაკლები იყოს, როგორც კი საერთაშორისო ბაზარზე გავრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში თითქმის, ან სრულად არ ფიქსირდება ინფიცირების შემთხვევვები, მაშინ ჩვენ ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ის ქვეყნები, საიდანაც უარს ამბობენ საქართველოში მოგზაურობაზე, ისევ დავიბრუნოთ და შემოვიყვანოთ. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ რაღაც პერიოდი საგადასახადო შეღავათები გაგვიწიოს“, - აცხადებს მაია მურაჩაშვილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა