მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გუდაურის ყველა საბაგირო გამართულია" – მზადება სეზონისთვის

5df5de55ce24b
BM.GE
15.12.19 11:17
1741
საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ბაკურიანის შემდეგ მორიგი უწყებათაშორისი შეხვედრა გუდაურში გაიმართა.

ზამთრის სეზონის წინ დასკვნით სამუშაოებს ადგილზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი,საქართველოს რეგინული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები, მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი თამაზ გამცემლიძე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები გაეცნენ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა ის საჭიროებები განიხილეს, რომელთა უზრუნველყოფა წარმატებული სათხილამურო სეზონის აუცილებელი წინაპირობაა, მათ შორის, საპარკინგე სივრცეების მოწყობის შესაძლებლობები და საცობების განტვირთვის გზები. 

უწყებათაშორისი შეხვედრის ფარგლებში ასევე განხილულ იქნა პირველადი სამედიცინო დახმარების და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების საკითხები, სანიტარული კვაძების, დასუფთავების, პარკირების, მყარი ნარჩენებბის უტილიზაციის და სხვა მრავალი საკითხი.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით დღეს ჩვენ ვიმყოფებით გუდაურში, ჩვენთან ერთად წარმოდგენილია არაერთი საჯარო უწყება, მათ შორის ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მთის კურორტების კომპანია, ადგილობრივი თვითმმართველობა. ჩვენ ყველას ერთი მისია გვაქვს, რომ ოთხივე ზამთრის კურორტზე და მათ შორის გუდაურში იყოს გამორჩეულად წარმატებული სეზონი, რომ მაღალი ხარისხით, მაღალი მომსახურების დონით და ინფრასტრუქტურული მზადყოფნით შევხვდეთ ძალიან ბევრ საერთაშორისო და შიდა მოგზაურს", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

საბაგიროების ტექნიკურ მზაობაზე მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა თამაზ გამცემლიძემ ისაუბრა.

"გუდაურის ყველა საბაგირო გამართულია, ჩატარდა ყველა სახის გეგმიური თუ არაგეგმიური სერვისი. ჩვენ ვიყენებთ ხელოვნური გათოვლიანების სისტემას. უკვე გადავამზადეთ საბაგიროს პერსონალი, თოვლის სატკეპნი მანქანების თანამშრომლები. გადამზადების კურსი ჩაუტარდათ მაშველებსაც", - განაცხადა თამაზ გამცემლიძემ.

საკოორდინაციო შეხვედრა გუდაურის გარდა ბაკურიანშიც ჩატარდა, შეხვედრების მიზანია ზამთრის სეზონზე სახელმწიფო უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა.

გუდაურში ზამთრის სეზონის გახსნა 22 დეკემბერს იგეგმება.