მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გუდაურში 15 000 ებრაელ ტურისტს ველოდებოდით, უთოვლობის გამო კი ჯავშნები უქმდება"

63caa030066c0
ანუკა ჯოხაძე
22.01.23 14:40
2630
ზამთრის კურორტებზე არსებულ არასახარბიელო კლიმატურ პირობებზე ბიზნესი აქტიურად საუბრობს. კერძო სექტორის შეფასებით, უთოვლობის გამო ტურისტები ჯავშნებს აუქმებენ.

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ალავერდაშვილი აცხადებს, რომ ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიას მიმდინარე სეზონზე გუდაურში 15 000 ებრაელი ტურისტი უნდა ჩამოეყვანა, თუმცა უთოვლობის გამო, კომპანიას პრობლემები შეექმნა.

“სამწუხაროდ, პანდემიის დროს, როცა კურორტები არ მუშაობდა, გვქონდა ძალიან კარგი ბუნებრივი კლიმატური პირობები, თუმცა, დღეს, როცა ძალიან ბევრი ტურისტი უნდა მიგვეღო და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ გუდაურში მხოლოდ 15 000 ებრაელ ტურისტს ველოდებოდით პირველად - ამ კომპანიას  საკმაოდ დიდი პრობლემა შეექმნა, იმიტომ რომ თოვლი არ მოვიდა.

დღესაც მოლაპარაკებები მიდის, რა უნდა ქნას ამ ხალხმა, რა უნდა ქნან სასტუმროებმა, რომლებსაც ბევრი ჯავშანი გაუუქმდათ. ბაკურიანშიც, გუდაურშიც, ცუდად დაიწყო წლევანდელი ზამთრის სეზონი", -აცხადებს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ალავერდაშვილი.