მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გუდაურში ახალი საბაგიროს მშენებლობას ვგეგმავთ - ღარიბაშვილი

638dcd8ec443b
მარიამ ვარადაშვილი
05.12.22 14:35
527

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გუდაურში ახალი საბაგიროს გახსნა იგეგმება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

“გუდაურში ახალი საბაგიროს აშენებას ვგეგმავთ. მისი გამტარუნარიანობა საათში 1800 მგზავრი იქნება, ხოლო სიგრძე 2800 მეტრი. ასევე დავამონტაჟებთ გათოვლიანების სისტემას გუდაურის ორ სასრიალო ტრასაზე, რაც ჩვენი დამსვენებლებისთვის უფრო მეტად კომფორტული იქნება. მათ შორის ისეთ სეზონზე, როცა თოვლის საკმარისი რაოდენობა არ არის. აქედან გამომდინარე, ამ სისტემით უფრო კომფორტულად დაისვენებენ ჩვენი მოქალაქეები და არამედ ტურისტებიც", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

დღეს გამართულ სხდომაზე პრემიერს საბაგიროს გახსნის თარიღი არ დაუსახელებია.