მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გუდაურში ჩასვლა 1 საათში იქნება შესაძლებელი - ღარიბაშვილი

613b08d473319
ინგა მურუსიძე
10.09.21 11:25
1985

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აშენდება გუდაურის შემოვლითი გზა, რომლითაც გუდაურში თბილისიდან ჩასვლა მხოლოდ 1 საათში იქნება შესაძლებელი.

პრემიერის თქმით, ეს გზა გუდაურს ევროპული ტიპის კურორტად აქცევს.

„აშენდება გუდაურის შემოვლითი გზა, რომლითაც გუდაურში 1 საათში იქნება შესაძლებელი ჩასვლა თბილისიდან, რაც განტვირთავს მას და აქცევს ევროპული ტიპის კურორტად“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

თავის მხრივ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძის ინფორმაციით, გზა 5-კილომეტრიანი იქნება.

„ გუდაურს უკეთდება ახალი, 5-კილომეტრიანი დაერთების გზა და გუდაურში ბევრად კომფორტულად, უსაფრთხოდ და დაცულად მივალთ. ეს არის გუდაურის შესაძლებლობა განვითარებისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.