მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გუდაურში გათოვლიანებისთვის საჭირო ხელოვნური ტბა წყლით უკვე აავსეს

5fc782ae7f94b
თელარა გელანტია
02.12.20 16:00
3090
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, საკურორტო ზონებში წყლისა და წყალარინების ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება. კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია, გუდაურში მიმდინარე პროექტებს ადგილზე გაეცნო და არსებული ვითარება შეაფასა.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუდაურში წყლის საკმარისი რაოდენობაა. გათოვლიანების სისტემისთვის, დაახლოებით, 80 000 კუბური მეტრი მოცულობის წყალი უკვე განთავსებულია რეზერვუარში. შესაბამისად, საჭიროებიდან გამომდინარე კურორტი აღნიშნული წყლის მარაგს გამოიყენებს გათოვლიანებისთვის. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა”, - აღნიშნა გიგა მანდარიამ.

როგორც bm.ge-ის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს, ამ დროისთვის გუდაურში, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული რამდენიმე პროექტი მიმდინარეობს, რომელთა ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 40 მილიონი ლარია.

„პროექტებით გათვალისწინებულია წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა. დასრულების ეტაპზეა სათავე ნაგებობებისა და ჭაბურღილების მოწყობა. გარდა ამისა კომპანიამ უკვე დაასრულა გათოვლიანებისთვის საჭირო ხელოვნური რეზერვუარის წყლით შევსება. სამუშაოების შედეგად, გუდაურის მოსახლეობა და იქ ჩასული დამსვენებლები წყლისა და წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით იქნებიან უზრუნველყოფილნი. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობები მნიშვნელოვნად შეამცირებს ეკოლოგიური დაბინძურების რისკებს რეგიონში”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ: ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვების ფარგლებში, მთავრობამ მთის კურორტებზე შეზღუდვები დააწესა. კერძოდ: სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად; ასევე, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.