მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გუდაურში "რედკოს დასახლებას" წყლის მიწოდება აღუდგა

5e104315019b4
BM.GE
04.01.20 11:44
1352
გუდაურში სამდღიანი ინტენსიური სამუშაოების შედეგად პრობლემა აღმოფხვრილია და ,,რედკოს დასახლება’’-ს წყალმომარაგება სრულად გუშინ გვიან ღამიდან აღდგა, ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.

წყლის მიწოდების შეფერხების აღმოსაფხვრელად გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, შესაბამის სამსახურებთ, 112 ბრიგადებთან ერთად სამი დღის განვალობაში მუშაობდა. მოეწყო დროებითი სატუმბო სათავე.

"გუდაურში მშრალმა კლიმატურმა პირობებმა წყლის მარაგის შემცირება, ხოლო სეზონზე გაზრდილმა მოხმარებამ წნევის ვარდნა გამოიწვია. წყლის მარაგის შემცირებისა და წნევის ვარდნის გამო, რეზერუარების შევსებას პრობლები შეექმნა და ,,რედკოს დასახლება"-ში წყლის მიწოდება შეაფერხდა.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას გუდაურში დაწყებული აქვს წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაცია. პროექტის განხორციელების შედეგად, სრულად შეიცვლება ამორტიზებული და მოძველებული სისტემები, რაც საბოლოოდ აღმოფხვრის საკურორტო ზონაში სეზონურად არსებულ პრობლემებს.

სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით 50 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება,"- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.