მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გუდაურში "რედკოს" აპარტამენტებს წყალი კვლავ არ მიეწოდება

5e1314a937656
ვიქტორია მღებრიშვილი
06.01.20 15:48
1752
ამ ეტაპისთვის ისევ არ არის წყალი, მიზეზი არის ის, რომ წნევა არ არის, - ამის შესახებ BM.GE-ის სამშენებლო კომპანია „რედკოს“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე მალხაზ კუნელაურმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ყველაზე დაბალ წერტილში წნევა 0.2 ატმოსფეროა, რაც იმას ნიშნავს, რომ წყალი კორპუსებში არ არის.

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საქმის კურსში ჩავაყენე და კვლავ ადგენენ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი.
რეალურად, 31 დეკემბრამდე წყალი "რედკოს" კორპუსებს მიეწოდებოდა სრულფასოვნად, მე-5 სართულის ჩათვლით. 31-დან შეიქმნა პრობლემა ხან სათავე ნაგებობაზე, ხან - წნევის ვარდნაზე. 31 დეკემბრის საღამოს შეწყდა წყალი და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აგვიხსნეს, რომ ამის მიზეზი იყო ავარია, რომელიც სადღაც ცენტრალურ ქსელზე სათავე ნაგებობასთან იყო, რის შედეგადაც დაიღვარა წყალი, ვერ მოხდა მისი შევსება და დასჭირდათ დამატებითი რესურსები მდინარიდან წყლის ამოსაქაჩად. ძირითადი სამუშაობი დაიწყეს 3 რიცხვიდან, მანამდე პრობლემის შესწავლა ხდებოდა; როდესაც მოხერხდა მდინარიდან წყლის ამოქაჩვა და სისტემის შევსება, მერე აღმოჩნდა რომ სათავე ნაგებობიდან მეორე ნაგებობამდე წყალი აღარ მიდიოდა, რომელიღაც მონაკვეთში ტრასა იყო გაყინული და და იყო დაზიანება. ახლა ამ ხარვეზის გამოსწორებას მოუნდნენ გუშინდლამდე. როგორც იქნა გუშინ დასრულდა ეს ყველაფერი, ამოვჭერით გაყინული მონაკვეთი და ახალი მილები ჩავალაგეთო და გუშინ წყალი გამოუშვეს, ნელ-ნელა იმატებდა წნევა, ოღონდ მე-3 სართულზე ზევით წყალი გუშინაც არ ავიდა და დღეს საერთოდ დაწყდა. ისევ არის წნევის პრობლემა და ტექნიკურად რა არის ამის მიზეზი, ჩემთვის გაუგებარია“, - განუმარტა BM.GE-ის მალხაზ კუნელაურმა.