მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გუდაურში სასრიალო ტრასები 90 კილომეტრამდე გაიზრდება

571870b060797
BM.GE
21.04.16 10:16
1682
კანადურმა კომპანიამ "ეკოსაინმა“ კობი-გუდაურის სამთო კურორტის განვითარების გეგმა მოამზადა. გეგმა კურორტზე, როგორც ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე მის განაშენიანების გეგმას მოიცავს. როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა სანდრო ონოფრიშვილმა "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, გეგმა უახლოეს პერიოდში დასამტკიცებლად მთავრობას გადაეცემა.
 
სამთო კურორტების განვითარების გეგმის მიხედვით, უახლოეს წლებში გუდაურსა და კობში სასრიალო ტრასების 38 კილომეტრიდან 90 კილომეტრამდე გაზრდა იგეგმება. ასევე, კურორტზე დამატებით 13 საბაგირო განთავსდება.

"ინვესტორებს, ვისაც გუდაურში პროექტის განხორციელება სურთ, ზუსტად ეცოდინებათ სად შეიძლება სასტუმროს აშენება, რამდენმეტრიანი უნდა იყოს ის. გუდაური იქნება დაცულო ბარბარიზმისგან, ვინმეს, რომ მოუნდეს 16 სართულიანი კორპუსის აშენება ესეთი რამ ვერ მოხდება", - განაცხადა ონოფრიშვილმა.

ონოფრიშვილის განცხადებით, სასრიალო ტრასების დამატებას და საბაგიროების მშენებლობას რამდენიმე წელი დასჭირდება, თუმცა მისივე თქმით, პროცესი მიმდინარე წელსვე დაიწყება.