მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გუგა ცანავა: „აუთლეტი - კარგ დროს კარგი ბიზნესია, ცუდ პერიოდში კი - საუკეთესო"

606986c80f231
თათია კაკიაშვილი
04.04.21 15:00
2412

“აუთლეტი კარგ დროს არის ძალიან მაგარი ბიზნესი, მაგრამ ცუდ პერიოდში - საუკეთესო“ , - ამის შესახებ „ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტს გრუპის“ მმართველმა პარტიორმა გუგა ცანავამ გადაცემაში “Forbes კვირა“ განაცხადა. ამავე ინტერვიუში გუგა ცანავამ ექსკლუზიურად ისაუბრა ახალ პროექტზე, რომელიც საქართველოში ხორციელდება. საუბარია რეგიონში პირველ "აუთლეტ სოფელზე", რომელიც ლილოს მიმდებარედ 2022 წლიდან ამუშავდება.

ცანავას თქმით, პანდემიის დროს მსოფლიოში ტანსაცმლის უამრავი მაღაზია დაიხურა, მათი რეალიზაციის ერთადერთი შესაძლებლობა კი სწორედ აუთლეტით გაყიდვაა. ამასთან, ცანავა ხაზს უსვამს, რომ „აუთლეტ სოფელში“ ბრენდები ორ ეტაპად შემოვა: პირველ ჯერზე 80 კომპანიასთან იგეგმება თანამშრომლობა, შემდეგ კი - 40-თან.

„ვფიქრობ, რომ „აუთლეტ სოფელი“ ტურიზმისთვის იქნება ნომერ პირველი ხელისშემწყობი: სამომავლოდ ვგეგმავთ, ტურისტებისთვის მოვაწყოთ ავტობუსის ტურები და სხვადასხვა საინტერესო აქტივობა. ეს მათი მოზიდვის კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება. მიმზიდველი იქნება ისიც, რომ „აუთლეტ სოფელში“ ისეთი ცნობადი ბრენდის ტანსაცმლის შეძენა იქნება შესაძლებელი, როგორიცაა Christian Dior, Dolche&Gabbana - ტურისტი რომ გაიგებს, რომ, მაგალითად, Dolche&Gabbana-ს შარვალს აქ 200 ლარად იყიდის, რა თქმა უნდა, სხვაგან აღარ წავა. ტურისტების გარდა, მიმზიდველი იქნება ადგილობრივებისთვისაც“, - განაცხადა გუგა ცანავამ.

მისივე თქმით, „აუთლეტ სოფელი“ ისეთ ადგილას აშენდება, რომელსაც აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან შემოსული ადამიანები ფიზიკურად გვერდს ვერ აუვლიან, საუბარია ლილოში, გეზ–ის მიმდებარე ტერიტორიაზე. გუგა ცანავას თქმით, ტრაფიკს გეოგრაფიული მდებარეობაც ერთი-ორად შეუწყობს ხელს.