19.აგვისტო .2020 13:00

„გულდასაწყვეტია, შეიძლება 2021 წლის ბიუჯეტი ვერ იყოს ისეთი, როგორიც 2020-ის“ - კალაძე

views 390
უკან

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით თბილისის 2021 წლის ბიუჯეტი შეიძლება ვერ იყოს ისეთი როგორიც იყო 2020 წლის ბიუჯეტი - ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დედაქალაქის 2021 წლის წინასწარი ბიუჯეტი უკვე დამტკიცებულია და პანდემიამ მასზე დიდი გავლენა იქონია, რაც გულისხმობს იმას რომ მერია ვერ შეასრულებს იმ მოცულობის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და ვერ განახორციელებს სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს იმ მასშტაბით როგორ ეს ხდებოდა ხოლმე წლიდან წლამდე.

„თბილისის მერიამ თბილისის 2021 წლის წინასწარი პარამეტრები დაამტკიცა, ეს კანონმდებლობით არის გაწერილი და სავალდებულოა რომ მოხდეს დამტკიცება.

აღნიშნული პარამეტრები არსებითად განსხვავდება 2020 წლის წინასწარი ფაქტობრივი პარამეტრებისგან. თუ გადავხედავთ 2017 წლიდან მოყოლებული როგორ იზრდებოდა დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, ეს ძალიან კარგი იყო იმ თვალსაზრისით, რომ გვეძლეოდა შესაძლებლობა უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელებულიყო, უფრო მეტი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები განგვეხორციელებინა, თუმცა არსებული პანდემიიდან გამომდინარე გარკვეული პრობლემები შეიქმნა, როგორც ქვეყანაში ასევე მთელ მსოფლიოში ზოგადად ეკონომიკური განვითარების კუთხით და რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია ის, რომ შეიძლება მომდევნო წლის ბიუჯეტი იმ ტრანსფერებითა და დახმარებებითაც ვერ იყოს ისეთი, როგორიც იყო მაგალითად 2020 წლის ბიუჯეტი“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ბიუჯეტის თანახმად, დედაქალაქის ბიუჯეტის ხარჯები 1.1 მილიარდი ლარია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა