მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Gulf Air-ის ფრენების განახლება კიდევ ერთი შესაძლებლობაა, უფრო მეტი ტურისტი შემოვიდეს - თურნავა

60e32b382959a
BM.GE
05.07.21 19:51
680
დღეიდან, ბაჰრეინის სამეფოს წამყვანმა ავიაკომპანიამ Gulf Air-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განაახლებს. ფრენები ბაჰრეინსა და თბილისს შორის 4 სექტემბრამდე, კვირაში 4 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს შესრულდება.

„ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, უფრო მეტი ტურისტი შემოვიდეს საქართველოში. მივესალმებით ბაჰრეინის სამეფოს წამყვანი ავიაკომპანიის დაბრუნებას საქართველოს ავიაბაზარზე, სადაც ის 2017 წლიდან ოპერირებდა. საქართველოს ტურისტული სექტორი პოპულარობით სარგებლობს ყურის ქვეყნების მოქალაქეებს შორის, ისეთი ავიაკომპანიების მომსახურება კი, როგორიცაა Gulf Air-ი, ხელს შეუწყობს აღნიშნული არაბული სახელმწიფოებიდან ტურისტების შემოსვლას,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ბაჰრეინის ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ზაფხულის სანავიგაციო სეზონის დასაწყისში მიენიჭა.

პირველად Gulf Air-მა საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება 2017 წელს დაიწყო.