მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Gulf: საწვავი 20-25 თეთრით გაიაფდა

5e7c5b72a2cde
ვიქტორია მღებრიშვილი
26.03.20 11:58
5651
GULF-ში დიზელის საწვავზე ფასები 20 თეთრით, ხოლო ბენზინზე კი ბოლო ორი კვირის მანძილზე 25 თეთრით შემცირდა, - აღნიშნულ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.

როგორც "გალფი საქართველოში" განმარტავენ, ფასების ცვლილება განაპირობა საქართველოში შექმნილმა ვითარებამ და ასევე, მსოფლიო ბაზრზე საწვავის ფასების კლებამ. გარდა აღნიშნული ფასდაკლებისა, კომპანიის ერთეული მომხმარებლები Gulf Club-ის ბარათის მეშვეობით, დამატებით - 20 თეთრ ფასდაკლებას იღებენ ყველა ტიპის საწვავზე:

G-Force სუპერი - 2.37 ლარი
G-Force პრემიუმი - 2.22 ლარი
G-Force ევრორეგულარი - 2.15 ლარი
ევრორეგულარი - 2.09 ლარი
G-Force ევროდიზელი - 2.24 ლარი
ევროდიზელი - 2.19 ლარი", - ნათქვამია "გალფის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ცნობისთვის, გალფ კლუბის ბარათის შეკვეთა, ან აღდგენა ნებისმიერ მსურველს ონლაინ რეჟიმში შეუძლიათ ბმულიდან: www.gulf.ge/gulf_club.