მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გული მწყდება, გაბრაზებული ვარ ჩემს თავზე“ - გამყრელიძე აუთვისებელ ვაქცინებზე

6239863d1c07d
ვიქტორია მღებრიშვილი
22.03.22 12:20
1145
„გული მწყდება, გაბრაზებული ვარ ჩემს თავზე“ - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ აუთვისებელი ვაქცინების შესახებ კითხვას, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა დაუსვეს.

NCDC-ის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ქვეყანაში აუთვისებელი 400 000-მდე დოზა Pfizer-ის ვაქცინა რჩება.

„შარშან ქვეყანამ მობილიზება გაუკეთა 5 მლნ დოზა ვაქცინას, ეს ჩვენი პატარა ქვეყნისთვის უპრეცენდენტო რაოდენობა იყო.

Pfizer-ი 2.4 მლნ დოზა იყო, საიდანაც 1 მლნ დოზა სახელმწიფომ იყიდა, 0.5 მლნ დოზა აშშ-მ გვაჩუქა და ამის შემდეგ იყო კიდევ 2 დონაცია ევროკავშირის ქვეყნებიდან. დღეისთვის დახარჯულია 1.7 მლნ დოზა, ანუ სადღაც 400 000 დოზა, რომელსაც ვადა 31 მარტამდე აქვს, აუთვისებელი გვრჩება. აშშ-ის დონაცია, რომელიც პირველი შემოვიდა ქვეყანაში, აგვისტო-სექტემბერში სრულად იყო ათვისებული. ყველაზე მაღალი აცრის მაჩვენებელი აგვისტოში დაფიქსირდა - 23 000 აცრა იყო დღეში. ასევე სრულად ავითვისეთ ბიუჯეტით ნაყიდი 1 მლნ დოზა ვაქცინა და მოგვიანებით შემოვიდა სხვა დონაციები. სამწუხაროდ, პირდაპირ გეტყვით, ძალიან გული მწყდება, გაბრაზებული ვარ ჩემ თავზე და თქვენზეც, ვინც არ აცრილა და არ მივიდა ასაცრელად, ასეთი ძვირფასი და სისხლით ნაშოვნი ვაქცინა, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლის დაცვა შეეძლო, ბევრი მუდარის მიუხედავად, არ გაიკეთეს.

დანარჩენი ვაქცინების „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ 1.6 მლნ დოზა გვაქვს, რომლის ვადა 2023 წლის ივლისამდეა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.