მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გულისტკივილს გიზიარებთ, რაც წლების განმავლობაში დაგროვდა“ - ბიზნესმენი თუ პოლიტიკოსი?

5f5ce51372526
ვიქტორია მღებრიშვილი
13.09.20 11:00
2039
"არ ვიცი ოფიციალურად როდის გავაკეთებ განცხადებას“, - ამის შესახებ ცეზარ ჩოჩელმა Forbes Talks-ში სტუმრობისას განაცხადა.

საქმე ისაა, რომ ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის პოლიტიკაში წასვლის შესახებ ინფორმაცია BM.GE-ის „ქართული ლუდის კომპანიაში“ 10 აგვისტოს დაუდასტურეს, თუმცა ბიზნესმენს ჟურნალისტებთან კომენტარი ამასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია.

გადაცემა Forbes Talks-ის წამყვანის გიორგი ისაკაძის კითხვაზე კი, ბიზნესმენს ესაუბრებოდა ის თუ პოლიტიკოსს, ცეზარ ჩოჩელმა განაცხადა:

„დღეს არ ვიცი ოფიციალურად როდის გავაკეთებ განცხადებას, მაგრამ დღესდღეობით როგორც ბიზნესის წარმომადგენელი ისე გესაუბრებით და იმ გულისტკივილს გიზიარებთ, რაც დაგროვდა ამ წლების განმავლობაში.

30 წლის განმაბლობაში ერთი და იგივე წრეზე დავდივართ, რომ უნდა განვავითაროთ ბიზნესი, ქვეყანა, ადგილობრივი წარმოება - ეს ისმოდა ყველა ხელისუფლების დროს. რეალურად კი ის, რაც სჭირდება წარმოების განვითარებას ძალიან ცოტა კეთდება“, - განაცხადა ცეზარ ჩოჩელმა.

შეგახსენებთ, აგვისტოში პოლიტიკურ სივრცეში ახალი პარტია - „პროგრესი და თავისუფლება“ შეიქმნა. ახალი პარტიის სახელი მოქმედი მაჟორიტარის, კახა ოქრიაშვილისა და ძმების, ცეზარ და ლაშა ჩოჩელების სახელს უკავშირდება.