მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გულწრფელად არ ვიცი, რატომ მყარდება ლარი" - ფადი ასლი

5e557e199bcf5
ლევან თაღიაშვილი
25.02.20 23:40
10263
"გულწრფელად არ ვიცი, რატომ მყარდება ლარი" - ასე აფასებს ლარის ბოლო დროინდელ გამყარებას ICC ინვესტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ფადი ასლი. მისი თქმით, ეს პროცესი ხელოვნურად წარმოქმნილს ჰგავს და მას არ ჰგონია, რომ არსებული კურსი დიდხანს შენარჩუნდება.

"გულწრფელად არ ვიცი რატომ მყარდება ლარი. თუმცა, ეს მყისიერი გამყარება ძალიან ხელოვნური მეჩვენება და არამგონია ეს მდგომარეობა დიდხანს შენარჩუნდეს. მაშინ, როდესაც ეროვნული ბანკი კომპანიებს მოუწოდებს დოლარი ერთბაშად არ შეიძინონ, რათა არ მოხდეს ლარის დევალვაცია, უცნაურია მსგავსი გამყარება", - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, 25 თებერვალის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა და 2.7946 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8079 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.33 თეთრი შეადგინა. დღეს ლარი ევროს მიმართაც გამყარდა და ხვალისთვის 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0291 ლარი იქნება, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0370 ლარს შეადგენდა.