მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გუმბათი ჯგუფმა“ წარმატებული წლის შემდგომ თანამშრომლები შარმ-ელ-შეიხში გაუშვა დასასვენებლად ®

63c6929cd472b
BM.GE
17.01.23 16:19
6495
„გუმბათი ჯგუფმა“ წარმატებული წლის შემდგომ თანამშრომლები შარმ-ელ-შეიხში, 5-ვარსკვლავიან სასტუმროში გაუშვა დასასვენებლად, 8 დღით.

„კომპანიის თითოეული წევრი არის ღირებული. გუნდს, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ორიენტირებულია კომპანიის წარმატებაზე, კომპანიამაც აუცილებლად უნდა დაუფასოს შრომა,”- ამბობს „გუმბათი ჯგუფის“ დირექტორი ლაშა ბალაძე.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ უკვე მეორედ მოუწყო თანამშრომლებს მსგავსი დასვენება.

კომპანია „გუმბათი ჯგუფმა“ სამშენებლო სფეროში პოზიციონირება 1998 წელს დაიწყო. მას ბათუმში 5 საცხოვრებელი პროექტი უკვე დასრულებული აქვს, ხოლო ამ ეტაპზე ექვს მიმდინარე პროექტს ბათუმში, გონიოში, თბილისსა და ბაკურიანში მართავს. შედეგად „გუმბათი ჯგუფმა“ 600 000 კვ.მ. საცხოვრებელი და კომერციული ფართი აქვს აშენებული და 300 სამუშაო ადგილს ქმნის.

®