07.აპრილი .2021 16:55

„გუმბათი რეზიდენსი“ - საინვესტიციო აპარტამენტები კვარიათში „გუმბათი ჯგუფისგან“

„გუმბათი რეზიდენსი“ - საინვესტიციო აპარტამენტები კვარიათში „გუმბათი ჯგუფისგან“
views 1127
უკან

თანამედროვე ცხოვრების სტილი მოითხოვს, რომ საცხოვრებელი სივრცე აერთიანებდეს ცხოვრების, დასვენებისა და გართობის ელემენტებს, რომელიც ჰარმონიულად უნდა იყოს შერწყმული. ცხადია, მნიშვნელოვანია შენი საცხოვრებელი ადგილი იყოს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს დატკბე ბუნების უნიკალური ხედებით.

ყველაფერთან ერთად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, არ გიწევდეს ფიქრი ყოფით საკითხებზე, რომელიც მუდმივად თან სდევს მრავალფუნქციურ კომპლექსში ცხოვრებას.

სწორედ, ამ იდეით და მიზნით დაგეგმა „გუმბათი ჯგუფმა“ მისი პროექტი „გუმბათი რეზიდენსი“, რომლის უნიკალურობაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულად განსხვავდება ყველა სხვა პროექტისაგან ადგილმდებარეობით, თანამედროვე არქიტექტურული სტილით და მომსახურების მაღალი დონით.

პროექტი „გუმბათი რეზიდენსი“ შენდება კვარიათში, ზღვის პირველ სანაპირო ზოლში, მთის და ზღვის კონტრასტული ხედებით. პროექტის უნიკალურობა არის ის, რომ კოპლექსი მოიცავს ყველა იმ სერვის, რომელიც სჭირდება ადამიანს თანამედროვე ცხოვრებისთვის.

კოპლექსი აღჭურვილია ღია აუზით, ლაუნჯით, დახურული რესტორნით, ფიტნეს და სპა ცენტრებით, ღია კინოთეატრით და კაზინოთი და 2 სართულიანი მიწისქვეშა პარკინგით. რაც შეეხება კომპლექსის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს ადმინისტრაცია 24/7-ზე. კომპლექსში ასევე დამატებით სერვის წარმოადგენს საერთო ტერიტორიების დაცვა, დასუფთავების/ქიმწმენდის, ავტმობილითა და სკუტერით მომსახურება.

„გუმბათი ჯგუფი“ გაძლევთ შესაძლებლობას აიხდინოთ თქვენი ოცნება და იცხოვროთ ზღვის სანაპიროზე.
ვაშენებთ ყველგან, სადაც საქართველოა!
(R) 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა