მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გუნდები, რომელთა ფეხბურთელები პრესკონფერენციის მაგიდიდან სპონსორების სასმელებს აიღებენ, დაჯარიმდებიან - UEFA

60cba858cde5f
თამთა ჯიჯავაძე
18.06.21 00:10
3057
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2020-ის მონაწილე გუნდები დაჯარიმდებიან, თუ მათი მოთამაშეები სპონსორების სასმელებს პრესკონფერენციების დროს მაგიდიდან აიღებენ, როგორც ეს მაგალითად, კრიშტიანუ რონალდუმ და პოლ პოგმამ ბოლო დღეების განმავლობაში გააკეთეს. ამის შესახებ BBC წერს.

„UEFA ახსენებს მონაწილე გუნდებს, რომ პარტნიორობები ამ ტურნირის ჩატარების შემადგენელი ნაწილია და ევროპაში ფეხბურთის განვითარების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადეს ჩემპიონატის ორგანიზატორებმა.

ცნობისთვის, ორშაბათს პორტუგალიის ეროვნული გუნდის კაპიტანმა რონალდუმ პრესკონფერეციის დროს "კოკა-კოლას" ორი ბოთლი მაგიდიდან აიღო და ადამიანებს წყლის დალევისკენ მოუწოდა. მომდევნო დღეს კი ფრანგმა პოგმამ "ჰეინეკენის" ლუდის ბოთლი აიღო. ამას მოჰყვა იტალიელი მანუელ ლოკატელის მიერ "კოკა-კოლის" ბოთლის წყლით ჩანაცვლებაც.

როგორც BBC წერს, UEFA-ს არ სურს ფეხბურთელებისთვის პირდაპირ დაჯარიმება და ნებისმიერი სანქცია ეროვნული ფედერაციების დისკერციაა.