მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა რეგულაციების დაცვით გაიხსნებიან 1 აპრილიდან თეატრები?

603a222a013db
ელენე გოგბერაშვილი
27.02.21 22:50
1255

უწყებათაშორისი საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეკონომიკის გახსნის მორიგ ეტაპზე თეატრები სპექტაკლებს მაყურებლის დასწრებით 1 აპრილიდან განაახლებენ, რეპეტიციების ჩატარება კი 15 მარტიდან შეეძლებათ, თუმცა რეგულაციების დაცვით.

თუმანიშვილის თეატრის დირექტორმა ზურაბ გეწაძემ #BMGDRIVE-ში იმ წესებზე ისაუბრა, რომლის დაცითაც თეტარებს მაყურებლების მიღება მოუწევთ.

„რეგულაციები არ შეცვლილა, რაც იყო თეატრებთან დაკავშირებით, იგივე დარჩა. ფაქტობრივად ზეპირად ვიცით, რადგან გასული წლის 1 ოქტომბრისთვის ვემზადებოდით გახსნისთვის. მაშინაც მზად ვიყავით, გაკეთებული გვქონდა განრიგი, მაგრამ გავჩერდით.

რეგულაცია არის ასეთი, რომ მაყურებლის მიღება წარმოდგენა და მაყურებლის გასვლა შენობიდან არ უნდა აღემატებოდეს 3 საათს. შესაბამისად ისეთი სპექტაკლები შევარჩიეთ, სადაც არ არის ანტრაქტი. ეს მოთხოვნაა ერთ-ერთი, რომ ანტრაქტი არ იყოს და იყოს ერთმოქმედებიანი თეატრი. ამასთან არ უნდა იყოს ფურშეტი ან კვების ობიექტი თეატრში. რა თქმა უნდა თერმოსკრინინგი ... მოკლედ ყველა საშუალებით შეიარაღებულები ვართ, რომ მივიღოთ მაყურებელი“-ამბობს ზურაბ გეწაძე.

მისი თქმით, რეგულაციების შესაბამისად თეატრებს სკამების 70%-ის აღება მოუწევთ, შესაბამისად გახსნის მიუხედავად მათი შემოსავლები იქნება მწირი.