საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გურამ ალექსიძე მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის პრეზიდენტად აირჩიეს. კავშირი ევროპის 29 ქვეყანას აერთიანებს.
BM.GE გურამ ალექსიძეს დაუკავშირდა, რომელმაც განმარტა, თუ რა შესაძლებლობებს გულისხმობს აღნიშნული სიახლე და რა გეგმები აქვს თავად მას ახალ პოზიციაზე.
„ვფიქრობთ, რომ თბილისში ძალიან საინტერესო ღონისძიებები ჩატარდება. მსურს, საქართველოში რაც შეიძლება მეტი ცნობილი მეცნიერი და სპეციალისტი მოვიწვიოთ და ამან დახმარება გაუწიოს ქვეყანას დარგის განვითარებაში. მაგალითად, უკვე დაგეგმილი გვქონდა საერთაშორისო კონფერენცია „მექანიზაცია და ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობაში ევროპის ქვეყნებში“, რომელიც კორონავირუსის გამო გადავდეთ, ახლა კი უკვე 2021 წლის მაისის ბოლოს იგეგმება, რომ ჩატარდეს ის თბილისში და მოვიწვიოთ უცხოელი მეცნიერები“, - აღნიშნავს ალექსიძე.
როგორც ის განმარტავს, მისი ხედვით, მსგავსი ღონისძიებები შესაძლოა დახმარება აღმოჩნდეს ქვეყნისთვის ინვესტიციების მოზიდვის, საწარმოების გახსნის თვალსაზრისითაც.
„უკვე მეცნიერული კუთხით, სურვილი მაქვს შედგეს ძლიერი პროექტი, ევროკავშირის დაფინანსებით, მაგალითად, მცენარეთა ინტეგრირებულ დაცვაში. ეს საშუალებას მოგვცემს მივიღოთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია. ეს ინიციატივა იქნება საქართველოდან წარდგენილი“, - დასძენს გურამ ალექსიძე.
ცნობისთვის: ქართველი მეცნიერი კავშირის პრეზიდენტად 2 წლის ვადით აირჩა. ამ პოზიციამდე ის კავშირის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?