მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გურამიშვილზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა – ნგრევის შედეგად არიან დაშავებულები

5daa9ce1e9e77
დავით ჯალაღონია
19.10.19 09:15
1239
გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა.

როგორც BM.GE-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი გაზის გაჟონვამ გამოიწვია, რამაც თავის მხრივ, შენობის ნაწილი, პირველიდან მეოთხე სართულის ჩათვლით, გამოანგრია.  

მათი ინფორმაციით, "112"–ს ოთხმა ადამიანმა მიმართა და მათგან სამი, სხვადასხვა საავადმყოფოებშია გადაყვანილი.

კორპუსი ევაკუირებულია და ნანგრევებში ძებნის სამუშაოები მიმდინარეობს.