მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გურამიშვილზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი გაზის გაჟონვამ გამოიწვია

5daa9eb76830b
დავით ჯალაღონია
19.10.19 09:25
1633
გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი გაზის გაჟონვამ გამოიწვია. ამის შესახებ BM.GE-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

აფეთქების შედეგად, შენობის ნაწილი, პირველიდან მეოთხე სართულის ჩათვლით, გამოანგრია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, „112“–ს ოთხმა ადამიანმა მიმართა და მათგან სამი, სხვადასხვა საავადმყოფოებშია გადაყვანილი.

კორპუსი ევაკუირებულია და ნანგრევებში ძებნის სამუშაოები მიმდინარეობს.