04.აგვისტო .2022 21:20

გურია დამსვენებლებს მოვლილი სანაპირო ზოლით ხვდება - სამინისტრო

გურია დამსვენებლებს მოვლილი სანაპირო ზოლით ხვდება - სამინისტრო
views 3624
უკან

გურია დამსვენებლებს მოვლილი სანაპირო ზოლით ხვდება. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო იტყობინება.

უწყების ინფორმაციით, გურიის რეგიონის შავი ზღვის სანაპირო ზოლის მოწესრიგებისა და დასუფთავების სამუშაოებისთვის 180-მდე ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული.

გრიგოლეთში აღნიშნული სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორთან ერთად დაათვალიერა.

მათ ასევე მოინახულეს ურეკის ნარჩენების გადამტვირთავი სადგური, რომელზეც ამჟამად რებილიტაცია-კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

გადამტვირთავი სადგურის კეთილმოწყობის პროექტის ღირებულებამ 165 ათას ლარამდე შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა