საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა გურიაში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა.
სამინისტროს ცნობით, დასკვნით ეტაპზეა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გარე ფასადისა და სადარბაზოს კეთილმოწყობა. ასევე, მიმდინარეობს სოფელ ჯუმათში მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. აქტიურ ფაზაშია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ შუხუთიდან სოფელ გაგურის ცენტრამდე 8 კილომეტრიანი გზის მოწყობა.
"სამივე მუნიციპალიტეტში დავათვალიერეთ როგორც დასრულებული, ისე მიმდინარე პროექტები. წელს სხვადასხვა ფონდიდან: როგორებიცაა რეგფონდი, მთის ფონდის, სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფონდი, სოფლის განვითარების პროგრამა, ასევე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტებიდან, ჯამურად, გურიის რეგიონში მოხდა, დაახლოებით, 42 მილიონი ლარის მოზიდვა და განხორციელდა სხვადასხვა ტიპის და მასშტაბის 375 პროექტი. თითოეული პროექტი დაწყებული გზებით, ბაღები, სკვერები, კულტურული თუ სპორტული ინფრასტრუქტურით მთლიანად მორგებულია მოსახლეობის მოთხოვნებზე. დარწმუნებული ვარ, 2023 წელიც არ იქნება ნაკლები თავისი მასშტაბით გურიისთვის" - განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი