მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გურიაში ხანძრის ქრობის პროცესში 2 ვერტმფრენი ჩაერთო

5e65dd8c484d1
ინგა მურუსიძე
09.03.20 10:10
828
გურიაში, სოფელ ვაკიჯვართან ხანძრის ქრობითი სამუშაოები მეორე დღეა აქტიურად მიმდინარეობს. როგორც bm.ge-ის შს სამინისტროდან აცნობეს, პროცესში დღეს დილიდან ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, ამასთან, ადგილზე იმყოფება 120-მდე მეხანძრე-მაშველი გურიის, აჭარის და სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილებებიდან.

შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობს. ადგილზე, ასევე, იმყოფება სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი.

ცნობისთვის, სოფელ ვაკიჯვართან ცეცხლი ქარსაცავ ზოლს უკიდია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.