მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გუშინ საქართველოში რეკორდული რაოდენობის - 20 000-ზე მეტი აცრა ჩატარდა

610bca39d5525
ინგა მურუსიძე
05.08.21 15:45
659
5 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 564 691 აცრა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 

NCDC-ს ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 178 077 ადამიანი. გარდა ამისა, 4 აგვისტოს, რეკორდული რაოდენობის, 20 845 აცრა გაკეთდა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში იმუნიზაცია ოთხი ვაქცინით მიმდინარეობს: "ფაიზერი", "ასტრაზენეკა", "სინოფარმი" და "სინოვაკი".