მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვაქვს ამბიციური გეგმა, მსოფლიოში საქართველო გახდეს თხილის მეორე მწარმოებელი ქვეყანა - პრემიერი

6127531dc7e63
ელენე გოგბერაშვილი
26.08.21 12:33
2006
"გვაქვს ამბიციური გეგმა და ხედვა, რომ მსოფლიოში საქართველო გახდეს თხილის მეორე მწარმოებელი ქვეყანა"-ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წალენჯიხის მერის წარდგენაზე განაცხადა. პრემიერი ამბობს, რომ საქართველო თხილის წარმოებით მესამე ადგილზეა მსოფლიოში, ხოლო მთავრობის ამოცანაა რამდენიმე წელიწადში საქართველო ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე გადავიდეს.

"დღეს მშრომელ ფერმერს უფასდება შრომა. სწორედ თხილის ბიზნესი არის ძალიან წარმატებული, საქართველო მსოფლიოში ტოპ-ხუთეულში შედის. პირველ ადგილზეა თურქეთი, მეორეზე - იტალია, მესამე ადგილზე - ჩვენ, მსოფლიოში თხილის წარმოების მიხედვით.

ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, ეტაპობრივად, სულ რამდენიმე წელიწადში გადავიდეთ მეორე ადგილზე. გვაქვს ამბიციური გეგმა და ხედვა, რომ თხილის წარმოების კუთხით საქართველო გახდეს მსოფლიოში მეორე მწარმოებელი ქვეყანა“, - განაცხადა პრემიერმა.