23.ივნისი .2022 19:33

გვაქვს ბერკეტი, რომ სანქცირების შემთხვევაში „თელასში“ სპეცმმართველი დავნიშნოთ - ნარმანია

გვაქვს ბერკეტი, რომ სანქცირების შემთხვევაში „თელასში“ სპეცმმართველი დავნიშნოთ - ნარმანია
views 948
უკან

„თელასის“ მაჟორიტარი წილის მფლობელი რუსული კომპანია „ინტერ რაოს“ სანქცირების შემთხვევაში, მარეგულირებელ კომპანიაში სპეციალურ მმართველს დანიშნავს. ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ გადაცემა „რედაქტ2-ში“ განაცხადა.

კითხვაზე - სანქცირების შემთხვევაში ხომ არ განვითარდება მოვლენები იგივე სცენარით, როგორც ეს მაგალითად, "ბორჯომის" შემთხვევაში მოხდა, საპასუხოდ დავით ნარმანია ამბობს, რომ „ბორჯომისგან“ განსხვავებით, „თელასი“ რეგულირებადი კომპანიაა და მათ კანონით აქვთ ბერკეტი, რომ სანქცირების შემთხვევაში, კომპანიაში დაუყოვნებლივ სპეციალური მმართველი დაინიშნოს.

„კანონმდებლობით ჩვენ გვაქვს ბერკეტი, რომ სპეციალური მმართველი დავნიშნოთ დაუყოვნებლივ ისე, რომ სერვისის მიწოდების შეფერხება არ მოხდეს. ეს ძალიან სპეციფიკური პროდუქციაა, ელექტროენერგია, რომლის გათიშვა წარმოუდგენელია დიდი ხნის განმავლობაში, როგორც მოსახლეობისთვის, ისე კომერციული სექტორისთვის. ჩვენც ვუყურებთ ტენდენციებს, როგორ ფართოვდება სანქციების წრე.

თუ მოხდება ისე, რომ „ინტერ რაო“ და მისი შვილობილები მოყვებიან სანქციებში, მარეგულირებელი კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას სპეციალური მმართველის დანიშვნასთან დაკავშირებით, რომ არც სერვისის მიწოდების შეფერხება მოხდეს და ფინანსური ნაკადების მოძრაობაც არ შეფერხდეს“, - აცხადებს დავით ნარმანია.

რუსული კომპანია „ინტერ რაო" შუალედური კომპანიების საშუალებით თბილისის გამანაწილებელი კომპანიის „თელასის“ აქციების 75%-ს ფლობს. კომპანია საქართველოში ასევე ფლობს „თელმიკოს“ აქციების 75%-ს და ასევე ჰესებს – „ხრამჰესი I-ს“ და "ხრამჰესი II-ს".


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა