მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გვაქვს მოლოდინი, რომ ივნისიდან ფრენების 20%, ხოლო ივლის-აგვისტოდან 40% აღდგება" - TAV Georgia

5ea189d7ba85b
ინგა მურუსიძე
23.04.20 16:25
15886
გვაქვს მოლოდინი, რომ ივნისიდან ფრენების 20%, ხოლო ივლის-აგვისტოდან 40%-ით აღდგება, - ამის შესახებ „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერის მოადგილემ, თეა ზაქარაძემ ონლაინ კონფერენციაზე: "კორონავირუსი VS ავიაცია, გამოწვევები და შესაძლებლობები" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენი მოლოდინი არის, რომ ივნისიდან დაიწყება ფრენების აღდგენა და 20% აღდგება, ხოლო ივლისი-აგვისტოში 40%. თუ ასე მოხდა, კარგი მიღწევა იქნება. ვთვლი, რომ ერთობლივად უნდა დაიგეგმოს ყველაფერი მაისის ბოლოდან. ნელ-ნელა უნდა ვიმუშაოთ, ახალი მიმართულებებით, სენსიტიურად, დეტალურად, ყველა ავიაკომპანიასთან, ყველა სიხშირეზე, სატვირთო გადაზიდვებზე. უნდა ვიზრუნოთ ყველაფერზე სახელმწიფოსთან ერთად. მაგრამ რაც არ უნდა კარგად მოვემზადოთ, დავაწყოთ გეგმები, თუ ქვეყანა არ იქნება მზად ინფრასტრუქტურულად, რომ მიიღოს მგზავრი, მაშინ აეროპორტის მუშაობას გახსნას და ამუშავებას აზრი არ ექნება, ამიტომ სახელმწიფო ორგანოებთან ერთობლივად უნდა შემუშავდეს გეგმა, თუ როგორ ვიხსნებით“, - განაცხადა მან.

ზაქარაძემ ისაუბრა კომპანიის დასაქმებულებსა და სახელფასო ფონდზე. მისი კომპანია 2- მილიონნახევარს იხდის ხელფასის სახით და არც ერთი თანამშრომელი სახლში არ გაუშვია.

„ვფიქრობ, შეზღუდვები ნელ-ნელა უნდა მოიხსნას, თორემ ეს ბიზნესი იძირება. ავიაკომპანიებმა ნელ-ნელა მგზავრების გადმოყვანა უნდა დაიწყონ, რომ ბიზნესი აღდგეს“, - აღნიშნა ზაქარაძემ.