მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვაქვს რამდენიმე ანტიინფლაციური ინიციატივა - ეკონომიკის მინისტრი

61e2ca0f94512
BM.GE
15.01.22 17:41
1152
"2022 წელი იქნება საკმაოდ პოზიტიური. 2021-მა თავისი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით და ტურიზმის დაჩქარებული აღდგენით ამისთვის კარგი საფუძველი შექმნა"- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა 2022 წლის ეკონომიკურ პროგნოზებზე საუბრისას BM.GE-სთან განაცხადა. ნათია თურნავას თქმით, მთავრობა წელს სულ მცირე 6%-იანი ეკონომიკურ ზრდას, ლარის სტაბილურობას, "ტურიზმის საბოლოო გამოცოცხლებას და აღდგენას" და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას ელის. 

როგორც ცნობილია, 2021 წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის დონე ბოლო ათწლეულის განმავლობაში რეკორდულ ნიშნულამდე, 13.9%-მდე გაიზარდა. ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ინფლაციის მოსათოკად მთავრობას რამდენიმე ანტიინფლაციურ ინიციატივა აქვს.

"გვაქვს რამდენიმე ანტიინფლაციური ინიციატივა, მათ შორის ახლა ამოქმედდება ინიციატივა მედიკამენტების ფასების სტაბილიზაციის თვალსაზრისით და კონკურენციის გახსნის, მაგალითად თურქეთისთვის გავხსნით ჩვენს ბაზარს. ეკონომიკის სამინისტროს კუთხით გვექნება რამდენიმე მსხვილი ახალი პროექტი, რომელსაც უახლოეს პერიოდში მთავრობაში დავაანონსებთ, რომელიც მიმართული იქნება ინვესტორების მეტად მოზიდვაზე. აქცენტი გვექნება როგორც უცხოელ ინვესტორებზე, ისე ადგილობრივი ინვესტორებიც იაქტიურებენ. ყველაფერი ეს შექმნის იმის გარანტიებს, რომ ჩვენ მეტი საერთაშორისო ინვესტორი გევეყოლება და უფრო დიდ განაცხადს გავაკეთებთ როგორც საერთაშორისო ჰაბი რეგიონში და მსოფლიოში მთელი რიგი თვალსაზრისით"-აცხადებს ნათია თურნავა.