02.სექტემბერი .2019 13:25

“გვაქვს რეალური შესაძლებლობა, ახალგაზრდა ოჯახებისათვის იპოთეკური სესხი იყოს 6%-ის ფარგლებში”

views 937
უკან

“გვაქვს რეალური შესაძლებლობა, ახალგაზრდა ოჯახებისათვის პირველი ბინის შეძენისას საპროცენტო განაკვეთი იყოს 6 პროცენტის ფარგლებში”- ამის შესახებ უკვე ყოფილი პრემიერი მამუკა ბახტაძემ სოციალურ ქსელ ფეისბუქზე გავრცელებულ იმ განცხადებაში საუბრობს, სადაც საზოგადეობას მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ ამცნო, თუმცა ბახტაძემ მეტი კონკრეტიგისგან თავი შეიკავა.

“დღეს იპოთეკურ სესხზე განაკვეთი მერყეობს 7-8 პროცენტის ფარგლებში, რაც იმაზე ნაკლებია, ვიდრე წლების განმავლობაში უცხოურ ვალუტაში არსებულ სესხებზე არსებობდა. ამასთანავე, ჩვენ გვაქვს რეალური შესაძლებლობა, ახალგაზრდა ოჯახებისათვის პირველი ბინის შეძენისას საპროცენტო განაკვეთი იყოს 6 პროცენტის ფარგლებში,”-აცხადებს ბახტაძე.

შეგახსენებთ, ეს არ არის პირველი განცხადება სადაც უკვე ყოფილი მთავრობის მეთაური საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზე საუბრობს, მან ანალოგიური განცხადება ჯერ კიდევ გასული თვის დასაწყისში გააკეთა, თუმცა მაშინ მას ახალგაზრდა ოჯახები არ უხსენებია.

“სწორი და მიზანმიმართული ნაბიჯების შედეგად შეიძლება, რომ ლარში იპოთეკური სესხების პროცენტი კიდევ უფრო დაბლა ჩამოვწიოთ და იყოს თუნდაც 6% -აცხადებდა ბახტაძე

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა