ჩვენ გვაქვს რესურსი გამოვყოთ უსაფრთო ტურისტული ზონები, ეს შეიძლება იყოს წყალტუბო, გუდაური, საირმე, აბასთუმანი და ა.შ., - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველომ პანდემიის პერიოდში დააგროვა ასევე გამოცდილება ინფექციის მართვის პერიოდში სასტუმროებში მოქალაქეების უსაფრთხო მომსახურეობის თვალსაზრისით.
„ტურიზმი არის სფერო, რომელსაც შეუძლია კონკურენტული უპირატესობა პანდემიის შემდგომ პოსტკრიზისულ პერიოდში. დღეს, როცა მსოფლიოს ტურიზმის განვითარების ორგანიზაცია ჯერ კიდევ ადგენს სტანდარტებს, მაგალითად როგორ შეიძლება ევროპის ქვეყნებში გაიხსნას ტურიზმი. ეს სტანდარტები ჯერ დადგენილი არ არის და სასტუმროების საკარანტინო ზონად გადაკეთებამ მოგვცა გამოცდილება, რასაც დღეს მსოფლიო ტურიზმის განვითარებული ორგანიზაცია იყენებს იმისათვის, რომ როცა კოვიდ 19-ის რისკი შედარებით იქნება გაალახული, საქართველოს უკვე ექნება გამოცდილება, როგორ მოემსახუროს მაღალი რისკის შემცველ ადამიანებს“, - განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, ამ პერიოდში საქართველოში კარანტინი გაიარა 19 000-მა მოქალაქემ და ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მთავრობამ ჩამოიყვანა და რომლებიც აუცილებლად 14 დღიან კარანტინს გადიოდნენ.
„ეს იყო ჩვეულებრივი მომსახურეობა ყველა სერვისით და ეს არის ის დაგროვილი და რომელსაც ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია ახლა ადგენს. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს რესურსი გამოვყოთ უსაფრთო ტურისტული ზონები, ეს შეიძლება იყოს წყალტუბო, გუდაური, საირმე, აბასთუმანი და ბევრი რამ. განსაკუთრებით ის კურორტები, რომლებიც ისტორიულად პოზიციონირებდნენ, როგორც სასუნთქი გზების სამკურნალო ზონები.
ტურიზმის აღდგენისთვის აუცილებელია რამდენიმე კრიტიკულად მნიშნელოვანი კონტროლის წერტილი, პირველ რიგში ეს არის საზღვრები. როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო. საზღვრებზე უნდა გაძლიერდეს თითოეული ადამიანის კონტროლი, თუ აქამდე ამისთვის საჭირო იყო 14 დღიანი კარანტინი, ეს პროცესი ერთ საათში უნდა დასრულდეს. ამის ტექნოლოგიები არსებობს და ჯანდაცვის სამინისტროც უკვე მუშაობს“, - განაცხადა გახარიამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის