გვაქვს თუ არა საკმარისი საწოლები კოვიდ-პაციენტებისთვის? – ამ კითხვას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში უპასუხა.
მისი თქმით, საქართველოში არის 17 000 საწოლი, თუმცა, კოვიდთან მიმართებით ყველას გამოყენება არ შეიძლება.
„დაახლოებით 12 000 საწოლის მობილიზება შეიძლება. მაგრამ ამავე დროს კოვიდის გარდა, სხვა სასწრაფო შემთხვევებიც არის ქვეყანაში“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
მისივე ინფორმაციით, დილის მონაცემებით 3 500 საწოლი იყო მობილიზებული კოვიდთან მიმართებით. დაახლოებით 900-ზე ოდნავ მეტი იყო ცარიელი, – „საღამოსთვის ვიცი, რომ კიდევ დაახლოებით 1 500 საწოლის მობილიზება ხდებოდა, უმეტესობა თბილისში. საერთო შემთხვევებიდან ჰოსპიტალურ დახმარებას საჭიროებს ალბათ დაახლოებით 15-25%-მდე ინფიცირებული“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განმარტებით, საქართველოში 1-დან 2%-მდეა კრიტიკული პაციენტები, 11-12% არის საშუალო სიმძიმის და მძიმე და დანარჩენი 85-97% კი მსუბუქი და ასიმპტომური. „ასიმპტომურები ბოლო მონაცემებით 36% იყო. რომლებიც სწორედ იმართებიან პირველადი ჯანდაცვის რგოლში. იქ ასაკის დიფერენცირებაც ხდება“, – დასძინა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში 6 934 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 1090 კოვიდ-სასტუმროებში მკურნალობს.
ჯანდაცვის სამინისტრო თბილისში დამატებითი covid-საწოლების მობილიზებას იწყებს
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?