მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვაშფოთებს რუსეთისა და უკრაინის მეზობელი ქვეყნების საკითხი: აზია, კავკასია, მოლდოვა – IMF

622e382f23b8e
სალომე მეცხვარიშვილი
13.03.22 22:27
1258
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი კრისტალინა გეორგიევა რუსეთისთვის დაწესებული სანქციებზე საუბრობს, რომელიც მას უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესეს. მისი თქმით, რუსეთი ძალიან სერიოზული რეცესიის წინაშე დგას, თუმცა მნიშვნელოვანი და შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ ეს ყველაფერი მათ მეზობელ ქვეყნებზეც აისახება, რომლებსაც მნიშვნელოვანი სავაჭრო ურთიერთობები აქვთ რუსეთ–უკრაინასთან.

“ყველაზე მეტად რითიც ვართ შეშფოთებული, ეს არის რუსეთისა და უკრაინის მეზობელი ქვეყნებია: ცენტრალური აზიის ქვეყნები, კავკასია, მოლდოვა...რადგან ამ ქვეყნებს სავაჭრო კავშირები აქვთ როგორც რუსეთთან ასევე უკრაინასთან, უფრო მჭიდრო, ვიდრე მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან.

კიდევ ერთი საკითხია– ხალხის გადინება უკრაინიდან, დევნილების რიცხვი ევროპაში დღეს ზუსტად იმ მოცულობისაა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იყო. ამიტომაც ამ ქვეყნებზე გავლენა ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება”,– აცხადებს კრისტალინა გეორგიევა.

მისივე თქმით, IMF–ს ახლა ორი კატეგორიის ქვეყნების ბედი აშფოთებს: პირველი არის ქვეყნებიას ჯგუფი, რომლებსაც ჯერ კიდევ კოვიდ–19–ით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები აქვთ მოსაგვარებელი, ეკონომიკის აღგენის მიმართულებით.

“სწორედ მათთვის ეს შოკი განსაკუთრებით მტკივნეულია. მეორე ჯგუფში შედიან ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთიდან ენერგიის მიღებაზე არიან დამოკიდებული. ამ ქვეყნებში მოხმარების გარდა სერიოზული პრობლემა იქნება ინფლაციის მიმართულებითაც”,– აცხადებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი.

რაც შეეხება უშუალოდ რუსეთს, მისი თქმით, სანქციების გავლენა ძალიან მწვავე იქნება რუსეთისთვის და სავალუტო ფონდი, იქ საკმაოდ ღრმა რეცესიას ელოდება.

“შემოსავლები შემცირდა, რუსეთის მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა შემცირდა. რაც შეეხება ვალდებულებების გასტუმრებას, შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთის დეფოლტზე, როგორც ალბათობაზე აღარ ვსაუბრობთ, უკვე ვიცით, რომ რუსეთს აქვს დიდი რესურსი ვალდებულებების გასასტუმრებლად, მაგრამ არ აქვს მათზე წვდომა”,– აცხადებს კრიტალინა გეორგიევა.