მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გვჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა“ - ირაკლი კოვზანაძე

61642bcb8bf57
თელარა გელანტია
12.10.21 09:40
730
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის აზრით, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და ინვესტორების მოზიდვისთვის, პირველ რიგში, საჭიროა პოლიტიკური სტაბილურობა.

ასე უპასუხა ირაკლი კოვზანაძემ Forbes Georgia-ს და bm.ge-ს მთავარი რედაქტორების გიორგი ისაკაძის და თელარა გელანტიას ახალ რუბრიკა - #რედაქტ2თან ინტერვიუში კითხვას, რამდენად საკმარისად უფრთხილდება ხელისუფლება ინვესტორებს და რა გამოასწორებს გაუარესებულ საინვესტიციო იმიჯს, რასაც ოფიციალური სტატისტიკაც ამყარებს. 

„მარტივ კითხვას არ სვამთ და პირველ რიგში, როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ისე გიპასუხებთ... მთავარ ფაქტორებს ჩამოვთვლი - პირველ რიგში, გვჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა; არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია და თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზებია, რაც ბუნებრივია, ინვესტორისთვის ფაქტორია, აქედან გამომდინარე, ვინც არ უნდა იყოს მთავრობის ეკონომიკურ გუნდში, მათ შეუძლიათ სიტუაცია გააუმჯობესონ, მაგრამ რადიკალური ცვლილებების შეტანა არ შეუძლიათ - მე გეუბნებით ჩემს შეგრძნებებს; მოკლედ, პოლიტიკური სტაბილურობა გვჭირდება;

მეორე - ქვეყანას სჭირდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა... IMF-ის პროგრამა არ არის მხოლოდ სავალუტო ტრანშები ბიუჯეტისთვის ან ცენტრალური ბანკის რეზერვების შესავსებად ანუ თანხა, რომელიც უნდა მიიღოს ლაშა ხუციშვილმა ან კობა გვენეტაძემ.

მესამე, რაზეც ყურადღებას გავამახვილებდი, ესაა საჯარო ინვესტიციების მართვის რეფორმა. კაპიტალური ინვესტიციების ფარდობა ერთ-ერთი მაღალი გვაქვს და ამის ეფექტიანობის გაზრდა გვჭირდება - ამ მხრივ ინვესტიციების შემოსვლის კარგი პოტენციალი გვაქვს;

მეოთხე ფაქტორი ეს არის კონკურენციის ზრდა ყველა მიმართულებით; ყველაფერი უნდა გაკეთდეს კონკურენციის გაზრდისთვის და სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს არსებულ ბიზნესებს, უნდა შეუქმნას კონკურენტული გარემო, რათა გარეთ გავიდნენ და ასევე, ბიზნესებს ხელი უნდა შეუწყონ, რომ შემოვიდნენ. ჩემი წარმოდგენით, ეს არის ერთ-ერთი პირობა, რომ ინვესტიციები გაიზარდოს. დაბალი საგადასახადო გარემო რომ გვაქვს და ბიზნესის დაწყება რომ მარტივია საქართველოში, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. მოკლედ ესაა რამდენიმე მთავარი კრიტერიუმი იმისთვის, რომ მოვიზიდოთ ინვესტიციები“, - აცხადებს ირაკლი კოვზანაძე.