მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვჭირდება ლიდერი, ვინც ადამიანებს მის გარშემო გააერთიანებს - თამაზ დაუშვილი

602e52d41ee96
ვიქტორია მღებრიშვილი
18.02.21 16:10
870
ჩვენ გვჭირდება ლიდერი, რომელიც მოახერხებს ადამიანების გაერთიანებას მის გარშემო, - ასე უპასუხა კომპანია „დიოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა თამაზ დაუშვილმა BM.GE-ის კითხვას, რომელიც ახალი პრემიერს შეეხებოდა.

გიორგი გახარიას გადადგომის შეფასებისას თამაზ დაუშვილმა აღნიშნა, რომ ახლა ყველანი მომავალზე უნდა ორიენტირდნენ და პოლიტიკური მდგომარების მოწესრიგების შემდეგ ეკონომიკურ და პანდემიურ პრობლემებს მიხედონ.

„ყველა გადაწყვეტილება ლიდერმა არ უნდა მიიღოს. მთავარია, მოხდეს ისეთი ადამიანების და გუნდის შერჩევა, რომელთან ერთადაც ის შეძლებს მართოს ქვეყანა, თუნდაც სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელ მინისტრებთან ერთად. ჩვენ ეს უნდა ვისწავლოთ. წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც ერთი ან ორი ადამიანი იღებდა პასუხისმგებოლობას, რასაც საბოლოო ჯამში დიდი სიკეთე არ მოჰქონდა“, - ამბობს დაუშვილი.

კითხვაზე - რამდენად ხშირი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს მთავრობას ბიზნესთან, "დიოს" დირექტორი ამბობს, რომ კერძო სექტორს ამის საჭიროება არ უნდა ჰქონდეს.

"ბიზნესს ჰყავს ომბუდსმენი, ამიტომ შეიძლება მთავრობასთან კომუნიკაცია საერთოდ არ სჭირდებოდეს. სახელმწიფო ინსტიტუტები ისე უნდა იყოს აწყობილი და ბიუროკრატია ისე უნდა იყოს გამარტივებული, რომ ბიზნესს პრივილეგიები და პირადი ნაცნობობა არ უნდა სჭირდებოდეს. ახლა ასეთი დამოკიდებულებაა - რამე ხომ არ უჭირს ბიზნესს და ხომ არ იჩაგრება ბიზნესი? ამ მხრივ არსებობს ბიზნესომბუდსმენის აპარატი. ის არ უნდა იყოს მედიატორი, ის უნდა იყოს ბიზნესის გასაჭირის მიმტანი. მინდა, რომ ნაკლები საქმე ჰქონდეს ომბუდსმენს და ხელისუფლების ყველა შტო თავის საქმეს აქკეთებდეს და ბიზნესს ჰქონდეს თავისუფალი ფუნქციონირების საშუალება, რისთვისაც უნდა შეიქმნას ინფრასტრუქტურული პირობები, გაიოლებული ბიუროკრატია, ინვესტიციების კუთხით ხელშეწყობა, მაგალითად დაბეგვრის კუთხით - ბევრი საკითხია, რაც შეიძლება საკანონმდებლო დონეზე მოგვარდეს და არა პიროვნული ურთიერთობების კუთხით. არ ვისურვებდი, რომ ასე განვითარდეს ხელისუფლების და ბიზნესის ურთიერთობა“, - უთხრა BM.GE-ის „დიოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა.