მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვჭირდება სამუშაო პროტოკოლები – Check in Travel-ის დამფუძნებელი

5eba61af458ea
ვიქტორია მღებრიშვილი
13.05.20 09:00
1242
ტურისტული კომპანია „ჩექ ინ თრეველის“ დამფუძნელები ია გედევანიშვილი ტურიზმის სფეროსთვის ყველაზე მნიშვნელოვან საჭიროებად უსაფრთხოების პროტოკოლების შემუშავებას მიიჩნევს და აცხადებს, რომ ქვეყანაში პანდემიასთან ბრძოლის შედეგები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ საქართველომ თავისი უპირატესობები საერთაშორისო ბაზარზე გამოიყენოს.

როგორც ია გედევანიშვილი BM.GE-ისთან საუბრისას აღნიშნავს, იმისთვის, რომ უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკებები განაახლონ, უნდა ჰქონდეთ სტანდარტები, რითაც იმოქმედებენ.

„რამდენადაც საქართველო უსაფრთხო ქვეყანა ჩანს ყველა კუთხით, ეს კარგად უნდა გამოვიყენოთ, რისთვისაც ზედმიწევნით გაწერილი უსაფრთხოების პროტოკოლები უნდა გვქონდეს. ეს ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული. პარტნიორებთან ყოველდღიურ რეჟიმში ინფორმაციის გაცვლის დონეზე ვსაუბრობთ. ჯერჯერობით, არანაირი გეგმა არ არის, ჩვენ კი ვმუშაობთ გეგმებზე, მაგრამ საერთო პროტოკოლები არ გვაქვს - მე რომ ვიღაც ჩამოვიყვანო, ზუსტად უნდა ვიცოდე ტრანსპორტირებისას მანქანაში რამდენი კაცის ჩასმის უფლება მაქვს, რა უნდა იყოს დაცული, რა იქნება უფრო მეტად მნიშვნელოვანი, სასტუმროში რამდენი ადამიანის განთავსება შემიძლია და ა.შ. გვჭირდება სამუშაო პრტოკოლები! როგორც კი გვექნება პროტოკოლები, მაშინ შევძლებთ დავთვალოთ პაკეტები და შევთავაზოთ უცხოელ ტურისტებს“, - ამბობს ია გედევანიშვილი.