მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გვჭირდება სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაცია" - პრემიერი დარგის მთავარ გამოწვევაზე

5eba85cd3506f
ინგა მურუსიძე
12.05.20 15:16
1069
უნდა გამოვიყენოთ კრიზისი, როგორც შესაძლებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინინისტრმა გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი შეფასებით, ფერმერების და სოფლის მეურნეობის დახმარების კუთხით შთამბეჭდავი ციფრები გაჟღერდა.

„აგრო სასურსათო უსაფრთხოება ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, სწორედ ამიტომ, არცერთი აგრარული პროცესი არ უნდა გაჩერდეს არცერთი წამით. სოფლად ფერმერებმა უნდა გააგრძელონ მუშაობა და არ უნდა დარჩეს არცერთი მიწა დაუმუშავებელი. ეს არის ამ პროგრამის და ჩვენი მიზანი“, - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, მთავრობის შემდეგი მიზანი, რაც სისტემური გამოწვევაა, სოფლის მერნეობის დარგისთვის, არის ინდუსტრიალიზაცია.

„ჩვენ გვჭირდება ინდუსტრიული სოფლის მეურნეობა და, რა თქმა უნდა, პროდუქტიულობის ზრდა. ეს ის გამოწვევებია, რომელსაც წლებია ვებრძვით, გარკვეული წარმატებები გვაქვს, თუნდაც იმ კუთხით რაც არის აგროსასურსათო დეფიციტის ბალანსი, რაც ქვეყანაში იყო 900 მლნ დოლარი და დღეს 300 – 350 მლნ დოლარამდეა ჩამოყვანილი. ეს ელემენტარული სხვაობაა აგროსასურსათო პროდუქტების იმპორტსა და ექსპორტს შორის. მინდა გითხრათ, რომ ეს არის გამოწვევა, რომელსაც ჩვენ უნდა ვუპასუხოთ, ეს არის გეგმა, რომელიც შეიმუშავა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და მთავრობამ. ერთადერთი, რაც დაგვრჩენია, მოვუწოდოთ მოქალაქეებს - შევიძინოთ ქართული პროდუქტი. ეს არის ქართული პროდუქტი, რომელიც ხდება სულ უფრო და უფრო ხარისხიანი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აგროსასურსათო უსაფრთხოების დაკმაყოფილების შემდგომ ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქტები იყოს კონკურენტუნარიანები საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენ ეს შეგვიძლია“, - მიმართა გახარიამ მთავრობას და საზოგადოებას.