მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვეამაყება, რომ თბილისს გარეთ თიბისის მხარდაჭერილი ბიზნესების რიცხვი იზრდება - ბუცხრიკიძე

62c2c37536cac
თელარა გელანტია
04.07.22 13:00
555
„ჩვენთვის ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მხარდაჭერილი ბიზნესების რიცხვი თბილისს გარეთ ყოველწლიურად იზრდება“, - ამის შესახებ თიბისის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე აცხადებს.

აღსანიშნია, რომ თიბისიმ ბათუმში რეგიონულ ღონისძიებას უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც, ბიზნესსექტორისა და მთავრობის წარმომადგენლებმა ქვეყნის ეკონომიკაში აჭარის როლი მიმოიხილეს.

ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, რეგიონული განვითარება, სირთულეებითა და გამოწვევებით სავსე ბოლო 2 წლის ფონზე, თიბისისთის კიდევ უფრო პრიორიტეტულ მიმართულებად იქცა.

„ჩვენთვის ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მხარდაჭერილი ბიზნესების რიცხვი თბილისს გარეთ ყოველწლიურად იზრდება და სულ უფრო მეტი ბიზნესი გვიცხადებს ნდობას. ტურისტული სეზონი მოდის. შესაბამისად, ახლა ყველაზე აქტუალური აჭარის რეგიონია და მნიშვნელოვანია ბიზნესსექტორს ექსპერტული და სიღრმისეული ცოდნა გავუზიაროთ აჭარაში ტურიზმისა და უძრავი ქონების სექტორების გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ, ვინაიდან სწორედ ეს 2 მიმართულებაა აქაური ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი. აჭარაში ტურიზმისა და მასთან ერთად უძრავი ქონების სექტორის აღდგენა აშკარაა, რასაც თიბისი კაპიტალის კვლევაც ადასტურებს.

მოხარულები ვართ, რომ რეგიონი ნელ-ნელა უბრუნდება პანდემიამდელ მდგომარეობას და აჭარა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ტურისტებისთვის ისევ მიმზიდველი სამოგზაურო მიმართულებაა, ინვესტორებისთვის კი - საქმიანობის დაწყებისა თუ განვითარებისთვის ხელსაყრელი რეგიონი“, - აცხადებს ვახტანგ ბუცხრიკიძე.