მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღვედის გამოუყენებლობის გამო შსს-მ 35 ათასზე მეტი ჯარიმა გამოწერა

5f5c910f6c8ce
BM.GE
12.09.20 19:00
2056
შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო 2020 წლის I-II კვარტალში გამოვლენილი სამართალდარღვევების რაოდენობის შესახებ სტატისტიკურ ინფორმაცია განაახლა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ შსს-მ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის ან მის გვერდზე მჯდომი პირის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობის გამო ქვეყნის მასშტაბით 35 045 სამართალდარღვევა გამოავლინა.

ყველაზე მეტი ჯარიმა მძღოლებს თბილისში გამოუწერეს. ჯამში სანქცია 15 979 შემთხვევაში იქნა გამოყენებული. 3400 ჯარიმა გამოიწერა აჭარაში.

შეგახსენებთ, ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა ადმინისტრაციულ სამართალდღვევათა კოდექსის მიხედვით იწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით.

შესაბამისად, მიმდინარე წლის ორ კვარტალში გამოვლენილი სამართალდარღვევის რაოდნეობის მიხედვით ბიუჯეტში მილიონ 400 ათას ლარზე მეტი შევიდა.

ამასთან, მიმდინარე წლის  I-II კვარტალში 45310 ჯარიმა გამოიწერა სატრანსპორტო საშუალების მართვისას მობილური ტელეფონის გამოყენების სამართალდარღვევის შემთხვევაში.