28.აგვისტო .2019 18:23

გვენეტაძე - ვფიქრობთ, რომ მიმდინარე ანგარიში, იქნება უკეთესი, ვიდრე ჩვენ ამას ვპროგნოზირებდით

views 415
უკან

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ახალი საკოლექციო მონეტის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ მას ქვეყნის მიმდინარე ანგარიშთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინები აქვს. 

"საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის მთავარ მიზანს ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ფასების სტაბილურობა გულისხმობს ინფლაციის ზომიერი და პროგნოზირებადი ტემპის არსებობას. ჩვენი მთავარი აქცენტი ზუსტად ამაზეა ორიენტირებული და სების მიერ გატარებული ზომები სწორედ ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფადაა მიმართული.

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო, შეიქმნა მოლოდინები, რომ სავალუტო შემოსავლების გაცილებით უფრო ცუდი მაჩვენებლები იქნებოდა, რაც აისახა კიდეც ლარის კურსზე.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ სიტუაციაშიც კი, მიმდინარე ანგარიში, რომელიც ლარის კურსის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელია, იმაზე გაცილებით უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე ჩვენ ამას ვპროგნოზირებდით.

როგორც იცით, მომდევნო კვირას, 4 სექტემბერს, დაგეგმილია მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა. განვიხილავთ ყველა ფაქტორს ერთობლიობაში და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ," - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა