მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვენეტაძე IMF-თან შეთანხმებაზე: პანდემიით გამოწვეულ პრობლემებს მინიმალური დანაკრაგებით დავძლევთ

5e97f42712459
BM.GE
16.04.20 09:52
879
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე სოციალურ ქსელ Facebook-ში ეხმაურება საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეთანხმებას, რომელსაც მხარეებმა რამდენიმე დღის წინ მიაღწიეს და რომლის მიხედვითაც, IMF 200 მილიონ დოლარს გამოყოფს საქართველოსთვის Covid 19-ის პირობებში ნეგატიური გავლენების თავიდან ასარიდებლად:

"მიღწეულით კმაყოფილება არ მახასიათებს და არც მომწონს, თუმცა არის დრო და სიტუაციები, როდესაც თითოეულ ასეთ მომენტს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ასიათასობით მოქალაქისათვის. 

 საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გუშინ მიღწეული შეთანხმება, რომელსაც სხვა დონორების მხარდაჭერაც მოჰყვება, ნამდვილად გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ პანდემიით გამოწვეულ პრობლემებს მინიმალური დანაკრაგებით დავძლევთ. 

ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად (რომელიც ამჯერად დისტანციურად წარიმართა), და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, საქართველო მომდევნო 1-1.5 წლის განმავლობაში უპრეცედენტო მოცულობის დახმარებას მიიღებს, რაც პანდემიის გავლენის შესამსუბუქებლად არის განკუთვნილი. 
 
რას ნიშნავს ეს დახმარება ჩვენი ეკონომიკისათვის? ეს არის რესურსი, რომლის გამოყენება მოსახლეობას პანდემიით გამოწვეული პრობლემებს შეუმსუბუქებს და საფინანსო სექტორს ეკონომიკის დაკრედიტების გაგრძელების საშუალებას მისცემს, რაც სამუშაო ადგილების შენარჩუნებას ნიშნავს. ეს რესურსი დაგვეხმარება იმაში, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისის გავლის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკა ზრდის ადრინდელ ტრაექტორიას დაუბრუნდეს. 

ეს პირველი რეალური წარმატებაა, რომელიც დახმარების სხვა არხებს უხსნის გზას. მადლობას ვუხდი ეკონომიკური გუნდის მოლაპარაკებებში ჩართულ წევრებს აქტიური თანამშრომლობისთვის და საერთაშორისო სავალუტო ფონდს საქართველოს მხარდაჭერისთვის!

ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ სწრაფად შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და ეკონომიკურ კრიზისთან წარმატებით გამკლავებას",- ნათქვამია პოსტში.